logo_geo
eng_logo
რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ევროკავშირი საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებს
- +

24 იანვარი. 2021. 15:54

 

 

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში განვითარებულ მოვლენებს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეპ ბორელი გამოეხმაურა.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ მასობრივი დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის გათიშვის გამო“, - აღნიშნულია ბორელის განცხადებაში.

 

მისივე თქმით, რუსეთში გამართული საპროტესტო აქციების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს დაგეგმილ საბჭოზე განიხილავენ და ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

 

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები რუსეთის 60-მდე ქალაქში გაიმართა. პოლიციამ აქციებზე 3 ათასამდე აქტივისტი დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner