logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ჩაჩიბაია: მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ
- +

24 იანვარი. 2021. 16:08

 

 

„მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს, მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ“, - ამის შესახებ თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

 

ჩაჩიბაია სამხედროების კვებით უზრუნველყოფაზე მომზადებულ სიუჟეტს გამოეხმაურა, მისი თქმით, თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით, ხოლო მათ კვებას უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები უზრუნველყოფენ.

 

„ჩნდება კითხვის ნიშნები, თუ რას ემსახურება აღნიშნული სიუჟეტი. ყოვლად დაუშვებელია ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტებით და მათ კვებას უზრუნველყოფენ უმაღლეს დონეზე მომზადებული მზარეულები. სამინისტროს ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის პრიორიტეტს წარმოადგენს კეთილსინდისიერება და ერთგულება სამშობლოსა და ხალხის წინაშე. მე როგორც თავდაცვის ძალების ყოფილ მეთაურს მჯერა და მწამს, რომ თავდაცვის მინისტრი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებენ და მომავალშიც გააკეთებენ ჩვენი სახელოვანი სამხედროების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, უხარისხო საკვებით მომარაგებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე განცხადება გააკეთა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner