logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტზე მიღებულ კონკრეტულ შედეგებს
- +

6 ივლისი. 2016. 18:43



„ჩვენ მოუთმენლად ველით ვარშავის სამიტს და სამიტის ფარგლებში მიღებულ კონკრეტულ შედეგებს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან გამართული შეხვედრისას განაცხადა.



შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. ჯანელიძემ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან NATO-ში ინტეგრაციის საკითხებზე და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.



საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ პარტნიორობას კიდევ უფრო აძლიერებს.



მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ვარშავის სამიტი ამ თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner