ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ირაკლი ფანგანი დააკავეს.
როგორც სამართალდამცველებმა ფანგანს დაკავებისას განუმარტეს, ის გუშინ ევროპის მოედანზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.
ირაკლი ფანგანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ოფისთან დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, ევროპის მოედანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 239-ე (ხულიგნობა) მუხლებით მიმდინარეობს.