logo_geo
eng_logo
კრემლის პრესსპიკერი: რუსეთი დიალოგისთვის მზადაა, თუ ამის სურვილს აშშ გამოთქვამს
- +

24 იანვარი. 2021. 18:55

 

 

„რუსეთი მზადაა დიალოგის დასაწყებად ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან, რომლის დროსაც სავარაუდოდ გამოიკვეთება უთანხმოებები“, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა და აღნიშნა, რომ პუტინი შესაბამისად უპასუხებს აშშ-ის სურვილს დიალოგთან დაკავშირებით.

 

„ეს იქნება დიალოგი, სადაც, რა თქმა უნდა, მეტწილად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება, თუმცა, ამავე დროს, დიალოგი შესაძლებლობაა, ვიპოვოთ რაციონალური მარცვალი, მცირე ნაწილი, სადაც ჩვენი ურთიერთობები უფრო მჭიდროა“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

შეერთებულმა შტატებმა გუშინ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მომიტინგეები და ჟურნალისტები, რომლებიც დემონსტრაციებზე დააკავეს. აქციის მონაწილეები კრემლის კრიტიკოსს ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner