თელავის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ კისისხევში, 28 წლის ქალის მკვლელობისა და ერთი კაცის დაჭრის ბრალდებით დაკავებული ჯარჯი არაბული პატიმრობაში დატოვა.
პროცესზე პროკურორის მიერ დაკავებულის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა გააპროტესტა დაცვის მხარემ იმ არგუმენტით, რომ ბრალდებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც მან აღკვეთის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნას მოსამართლე არ დაეთანხმა.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, თუმცა თქვა, რომ მკვლელობა განზრახ არ ჩაუდენია და მომხდარის დროს აფექტურ მდგომარეობამდე სუფრის წევრებმა მიიყვანეს.
46 წლის კაცს საგამოძიებო უწყება განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობას ედავება.