logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო გააღრმაოს
- +

6 ივლისი. 2016. 18:47



„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.



ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებებით აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. ეს არის უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ეს ვიზიტი შედგა ვარშავის NATO- სამიტის წინ. ეს არის მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინება და დადასტურება იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მძლავრი ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენ, როგორც საქართველოს მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო მეგობრული, პოზიტიური და მნიშვნელოვანი გავხადოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner