logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ტრანსატლანტიკური კავშირის გაძლიერების სურვილი გამოთქვა
- +

25 იანვარი. 2021. 02:00

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას ტრანსატლანტიკური კავშირის გაძლიერების სურვილი გამოთქვა.

 

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიდერები ასევე შეთანხმდნენ მჭიდრო კოორდინაციის საჭიროებაზე, მათ შორის მრავალმხრივი ორგანიზაციების მეშვეობით, საერთო გამოწვევების მოსაგვარებლად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, „კოვიდ-19“ და გლობალური ეკონომიკური აღდგენა.

 

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი და მაკრონი ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, მათ შორის ჩინეთის, ახლო აღმოსავლეთის, რუსეთის და დასავლეთ აფრიკის საჰელის რეგიონის საკითხებზე.

 

https://1tv.ge/news/tetri-sakhlis-informaciit-jo-baidenma-emanuel-makrontan-satelefono-saubrisas-transatlantikuri-kavshiris-gadzlierebis-survili-gamotqva/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner