logo_geo
eng_logo
რუსეთის ხელისუფლება ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს აქციების წახალისებაში ადანაშაულებს
- +

25 იანვარი. 2021. 10:23

 

 

რუსეთის ხელისუფლება ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნებს საპროტესტო აქციების წახალისებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის შიდა საქმეებში ერევიან.

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, დასავლეთის ქვეყნების კრიტიკა დასავლური ფსევდოდემოკრატიისა და ფსევდოლიბერალიზმის ღრმა კრიზისის შედეგია.

 

ალექსეი ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 25 იანვარს საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ. ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობები რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ. ევროკავშირს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც. რუსი მომიტინგეების დაკავებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა „ავტორიტარიზმისკენ სვლა“ უწოდა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა.

 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსეთის 100-მდე ქალაქში აქციები გაიმართა. რუსმა სამართალდამცველებმა 3 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner