logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს - მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა
- +

25 იანვარი. 2021. 11:02

 

 

„მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი მათზეა დამოკიდებული, ჩვენ მზად ვართ, ოღონდ ვილაპარაკოთ საქმეზე და არა იმაზე, რა უნდა მიხეილ სააკაშვილს. მის ჭკუაზე აღარ ივლის ეს ქვეყანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებსაც აქვთ უდიდესი სურვილი, რომ ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

 

„ჩანს ფაქტები, რომ რადიკალურ, რევოლუციურ სცენარს მიჰყვებიან – და უკვე მამუკა ხაზარაძემ თქვა, მხოლოდ „ნაცები“ და „ევრონაცები“ კი არ არიან, აგერ „ლელოს“ ლიდერიც ამბობს, რომ გაზაფხული ცხელი იქნება („მესამე ძალა გამოჩნდა“). ამისთვის გამოვიდა მამუკა ხაზარაძე, მეტი მიზანი არ ჰქონდა. „ცხელი გაზაფხულის“ მცდელობა იქნება.

 

ჯობს, „ცხელი გაზაფხული“ საქმით იყოს – პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვით. მათ აქვთ რადიკალური სცენარი, რომლის იმედიც აქვთ და ეს არ გამოუვათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner