logo_geo
eng_logo
პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა მერსელო რებელო დე სოუზამ გაიმარჯვა
- +

25 იანვარი. 2021. 11:27

 

 

წინასწარი შედეგების თანახმად, პორტუგალიის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მერსელო რებელო დე სოუზამ გაიმარჯვა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, 72 წლის სოუზამ ამომრჩეველთა ხმების 61 % მოიპოვა.

 

მეორე ადგილზე მემარცხენე ანა გომეზია ხმების 13%-ით, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტიის, „ჩეგას“ დეპუტატი ანდრე ვენტურა, რომელმაც არჩევნებში ხმების 12 % მოიპოვა.

 

აღსანიშნავია, რომ არჩევნებზე ამომრჩევლების უპრეცედენტოდ დაბალი - 50%-ზე ნაკლები აქტივობა დაფიქსირდა, რაც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება. კვლევითი ინსტიტუტის, ISC/ISCTE-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის თითქმის 2/3 არჩევნების გადადებას უჭერდა მხარს.

 

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიაში ერთ სულ მოსახლეზე დაინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება მსოფლიოში. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 10.8 მილიონს შეადგენს, ვირუსს დღემდე 10 500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner