-
+
25 იანვარი. 2021. 11:50
თურქეთმა ჩინეთისგან დამატებით 6.5 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა მიიღო. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
თავდაპირველად ქვეყანაში 3 მილიონი დოზა ჩაიტანეს. დღეისათვის კი, ვაქცინაცია უკვე 1 245 000 ადამიანს ჩაუტარდა, უმეტესად მედიკოსებსა და ხანდაზმულებს.
ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 5 277 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 140 ფაქტი დაფიქსირდა. სულ კი, აღრიცხულია 2.42 მილიონი კოვიდ-ინფიცირებული. მათგან ვირუსს 25 073 პაციენტი ემსხვერპლა.
წყარო :