პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი თითქოსდა ემიჯნება ამ უმსგავსობას, მეორე მხრივ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მმართველობის სისტემა, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, არასდროს შეიცვლება.
მათი ხელწერა არ შეიცვლება, დღეს ნაგავი აქვთ ხელში იარაღად, ხვალ მათ ხელში უნდათ, რომ ჰქონდეთ გაცილებით უფრო მძლავრი იარაღი, ხელკეტი და სხვა ატრიბუტი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-სპიკერმა.