logo_geo
eng_logo
საბერძნეთში პოლიტიკოსის ცხედარი წყალმა კუნძულთან გამორიყა
- +

25 იანვარი. 2021. 12:44

 

 

ყოფილი მინისტრი და საბერძნეთის პარლამენტის წევრი, სიფის ვალირაკისი, გარდაცვლილი იპოვეს. 78 წლის მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვამ გამორიყა, კუნძულ ევბეასთან ახლოს იპოვეს. წინასწარი მონაცემებით, ვალირაკისი გასაბერი ნავიდან გადავარდა.

 

პოლიტიკოსის მეუღლის თქმით, ვალირაკისი დღის განმავლობაში ზღვაში გასაბერი ნავით სეირნობდა და მას შემდეგ მეუღლესთან მასთან კონტაქტი აღარ ჰქონია. მოგვიანებით, მეთევზეებმა ცარიელი ნავი აღმოაჩინეს.

 

ვალირაკისის ძებნაში მონაწილეობდნენ სანაპირო დაცვის ხუთი ხომალდი, ორი კერძო ნავი, საზღვაო ძალების ვერტმფრენი და სამხედრო მყვინთავები.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner