logo_geo
eng_logo
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ე.წ. ოქროს მოწმეს, გური ამირხანაშვილს კითხავენ
- +

25 იანვარი. 2021. 12:55

 

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესზე ე.წ. ოქროს მოწმეს, დაზარალებულ გური ამირხანაშვილს კითხავენ. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი საათის წინ დაიწყო.

 

პროკურორის თქმით, ამირხანაშვილი მკვლელობის პირდაპირი მოწმეა და მან ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება შეძლო, თუმცა ამ პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე.

 

ბრალდებულთა ინტერესების დამცველებისათვის გაუგებარია, რატომ არის გური ამირხანაშვილი პირდაპირი მოწმე, როდესაც უშუალოდ მკვლელობის ეპიზოდზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა, ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ხუთ ადამიანს ედავება.

 

2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner