logo_geo
eng_logo
ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება
- +

25 იანვარი. 2021. 14:46

 

 

ბათუმში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან ერთად ბათუმში მშენებარე №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა.

 

შენობაში ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება და იქნება სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის. განხორციელდება სკოლის ეზოს და ღია სპორტული მოედანის მოწყობა. პროექტის ღირებულება 3მლნ-მდე ლარს შეადგენს.

 

სკოლაში მზის ელექტროსადგურის პანელები დაამონტაჟა. პროექტი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ განახორციელა.  აჭარაში 2021 წელს 10 სკოლის მშენებლობა და 40 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

1 თებერვლიდან, აჭარაში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდება. მიმდინარეობს აქტიური მზადება. უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების სრული დაცვით.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner