logo_geo
eng_logo
ვახტანგ ძაბირაძე: გასარკვევია ვინ და რატომ არია სიტუაცია ადიგენში
- +

3 მარტი. 2016. 17:27


 

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გარკვეული ძალები რელიგიურ თემატიკაზე დაპირისპირებას სათავისოდ იყენებენ. ამის შესახებ ძაბირაძე „რეპორტიორს" ესაუბრა და აქვე დასძინა, რომ აუცილებლად უნდა გაირკვას თუ ვინ და რა მიზნით არია ვითარება ადიგენში.

 

„ინფორმაცია, რომელიც ადიგენიდან ჩვენამდე მოვიდა, ეხება სასაფლაოების საკითხს. ეს რა თქმა უნდა, მტკივნეული საკითხია, თუმცა, როგორც გამგებელი აცხადებს, იქ სხვა გამოსავალი არ არის. რადგან საკითხი არსებობს და დაპირისპირებაც შეინიშნება, ბუნებრივია, ამას ხელს წააშველებდა ვინმე. ზოგადად ასეთი საკითხებისადმი, მითუმეტეს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს, გარკვეული ძალები ცდილობენ ასეთი დაპირისპირებების სათავისოდ გამოყენებას. ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აქ ხელისუფლების პოზიციაა. ინფორმაცია არსებობს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო. მაშინ, ვინ და რატომ არია სიტუაცია, ესაა გასარკვევი. ვფიქრობ, რომ ამ საკითხის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტა საკმარისი არაა. სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და თუ რაიმე პროვოცირებას ჰქონდა ადგილი, უნდა დადგინდეს", - განაცხადა ძაბირაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner