„ჯერჯერობით არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან თითოეული თამამი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით მეტი დაგვიჯდეს ადამიანებისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ზაფხულში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიჩინა გარკვეული დათმობა ეკონომიკის საჭიროებიდან და გარკვეულწილად მოქალაქეების სურვილიდან გამომდინარე და მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა.
„დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.