logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა ჩვენი პასუხისმგებლობაა, დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს
- +

25 იანვარი. 2021. 18:32

 

 

„ჯერჯერობით არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და ეს სტაბილიზაცია არ ნიშნავს, რომ შეიძლება ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებაში, რადგან თითოეული თამამი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით მეტი დაგვიჯდეს ადამიანებისთვის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

 

მინისტრის განცხადებით, ზაფხულში ჯანდაცვის სამინისტრომ გამოიჩინა გარკვეული დათმობა ეკონომიკის საჭიროებიდან და გარკვეულწილად მოქალაქეების სურვილიდან გამომდინარე და მივიღეთ ის შედეგი, რაც დადგა.

 

„დღეს უფრო პრინციპულები ვართ, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა არის ჩვენი პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე დათმობებზე წასვლის უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner