logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და ფაქტები, მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის
- +

25 იანვარი. 2021. 18:33

 

 

„ოპოზიციის ნებისმიერი განცხადება, რომელსაც არ აქვს შინაარსი და ნებისმიერი გამამყარებელი ფაქტი, მიუღებელია ევროპაში და მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისთვის“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მისია, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს.

 

„ჩვენი პარტნიორები ნათლად ხედავენ, რომ ის პროცესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე წარიმართა საქართველოში იყო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი. იყო გარკვეული პოლარიზაცია, თუმცა არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, როცა პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ საშუალება საკუთარი მოსაზრებისა და პოლიტიკური პლატფორმის წარდგენის შესაძლებლობა. ამას ადასტურებს ყველა ქვეყნის გარეთ და მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციაა მარტო დარჩენილი. 2021 წლის დასაწყისში სესიაზე არის სპეციალური პროცედურა, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ხდება თითოეული დელეგაციის უფლებამოსილების ცნობა. საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ დასმულა, მოხდა უფლებამოსილების ცნობა და ჩვენ შევუდექით მუშაობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner