N15 (ქსნის) პენიტენციური დაწესებულებიდან 11 პატიმარი გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, 11-ვე მსჯავრდებული ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.
მსჯავრდებულებმა დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 11 იანვარს დაამტკიცა.