logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ისინი ყოველდღიურად შორდებიან იმას, რაც ასოცირდება ევროპასთან და ევროპულობასთან
- +

25 იანვარი. 2021. 20:00

 

„თუ ოპოზიციონერები საკუთარ მანდატს არ გამოიყენებენ, აბსოლუტურად იზოლირებულნი აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ოპოზიციონერები და კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებიც ვერ ხედავენ საკუთარი პოლიტიკური მომავლის რეალიზების პერსპექტივას, უნდა მიხვდნენ, რომ თუ ისინი არ გამოიყენებენ საქართველოს მოქალაქეების მიერ მინიჭებულ მანდატს, იზოლირებული აღმოჩნდებიან იმისგან, რა უნდა საზოგადოებას. მეორე მხრივ, ისინი ყოველდღიურად შორდებიან იმას, რაც ასოცირდება ევროპასთან და ევროპულობასთან“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner