logo_geo
eng_logo
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის კანონის საფუძველზე 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული
- +

25 იანვარი. 2021. 21:37

 

 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის კანონის საფუძველზე 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს,   გათავისუფლებული მსჯავრდებულებიდან 6 ქალია.

 

„დღეს, ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან უკვე 90 პატიმარი, მათ შორის, 6 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდა.

 

მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner