სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამნისტიის კანონის საფუძველზე 90 მსჯავრდებულია გათავისუფლებული. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გათავისუფლებული მსჯავრდებულებიდან 6 ქალია.
„დღეს, ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულებიდან „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე 11 მსჯავრდებული გათავისუფლდა. „ამნისტიის შესახებ“ კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო. კანონის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულებებიდან უკვე 90 პატიმარი, მათ შორის, 6 ქალი მსჯავრდებული გათავისუფლდა.
მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს“, - აცხადებენ უწყებაში.