აშშ-ში საქართველოს ელჩის არჩილ გეგეშიძის განცხადებით ჩვენმა წინაპრებმა ქვეყანა მოქნილობითა და დათმობებით გადაარჩინეს და რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბებები და თმები გვექნებოდა.
„ჩვენმა წინაპრებმა ქვეყანა მოქნილობითა და დათმობებით გადაარჩინეს. გეორგიევსკის ტრაქტატის შედეგებიც, ალბათ, მაგ "გადარჩენის სტრატეგიიდანაა"....
ეს თემა ისტორიკოსების გასარჩევია. ფაქტია, რომ ვარსებობთ და რომ არა ეს ტრაქტატი, სპარსელებივით მუგუზალივით შავი წარბებები და თმები გვექნებოდა. ის, რომ ქართველები გვქვია, ქართული ცნობიერება გვაქვს და გამოგვარჩევენ, როგორც ერს, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა."- განაცხადა გეგეშიძემ „ნეტგაზეთთან."