„ევროპის საბჭოში ფაქტობრივად ერთსულოვნად დგანან იმ პოზიციაზე, რომ ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს მანდატები და დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მისასალმებელია დადებითი შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ. ამავე დროს იყო გარკვეულ ხარვეზებზე საუბარი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია და განვაცხადეთ, რომ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ანგარიშია აღნიშნული, უკავშირდება პარტიების დაფინანსებას. აუცილებელია, მათგან მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან ერთად დავხვეწთ, რათა უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ეს პროცესი.
ჩვენი მიზანია, შემდეგი არჩევნებისთვის ეს ნაწილი საერთოდ აღარ მოხვდეს ანგარიშში. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. იმედი გვაქვს, ევროპის საბჭოს მოწოდებებს ოპოზიციური პარტიები მოისმენენ და ჩვენ შევძლებთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანაზე ერთობლივად მუშაობას“, - აღნიშნა კახა კუჭავამ.