logo_geo
eng_logo
ლევან ვასაძემ „ეუთო“-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა განიხილა
- +

6 ივლისი. 2016. 21:00



2016 წლის 4 ივლისს თბილისში, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ რესტორან ბაგრატიონში "ეუთო"-ს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, ოჯახის მხარდაჭერის თემაზე გამართულ შეხვედრაზე (ლანჩზე) უმასპინძლა.


შეხვედრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ინიციატივით მოეწყო. სტუმრებს შორის იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დელეგატები შვეიცარიიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ფინეთიდან, ავსტრიიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ყირგიზეთიდან, ბელორუსიიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვატიკანის წარმომადგენელი მონსინიორ მიროსლავ  ვაჩოვსკი.


შეხვედრაზე ლევან ვასაძემ ისაუბრა საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის, პრობლემების და მიზეზების შესახებ. სიტყვით გამოვიდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, რომლებმაც ხაზი გაუსვეს ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარების საქმეში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეუთოს დელეგატები ტრადიციული ოჯახის გაძლიერების საკითხზე გამართულ შეხვედრას დაესწრნენ და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ სხვა ქვეყნებშიც ხშირად გაიმართება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner