logo_geo
eng_logo
არჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
- +

6 ივლისი. 2016. 22:09

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა  არჩილ გეგეშიძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.


ამის შესახებ ინფორმაცია  2030.news-ს არაოფიციალურად დაუდასტურეს.


არსებული ინფორმაციით,  საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება  ჯერ არ მიუღია, თუმცა არ არის გამორიცხული, გეგშიძემ წასვლის განცხადება თავად დაწეროს.


გეგეშიძის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური დღეს გახდა, როდესაც მოქმედი ელჩი თბილისში ჯონ კერის მიერ გამართულ არც ერთ შეხვედრაზე არ გამოჩენილა.


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ზალკალიანს ამის მიზეზი არ განუმარტავს და აღნიშნა, რომ გეგეშიძესთან კომუნიკაცია არ ქონიათ.  


თუმცა, მინისტრის მოადგილემ გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ ელჩთან თანადებობიდან წასვლის შესახებ იქნება საუბარი.


არჩილ გეგეშიძემ  რამდენიმე ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ პრორუსული პოლიტიკოსების არსებობა მმართველ გუნდში ქვეყანაში არსებულ პლურალისტურ გარემოზე მიუთითებს.


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში საქართველოს ელჩის ამ განცხადებას არაკომპეტენტური უწოდა.


"ეს იყო არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება და არაკომპეტენტურობა არჩილ გეგეშიძემ არაერთხელ გამოავლინა", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ 5 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner