logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის გახსნა გამოაცხადა
- +

26 იანვარი. 2021. 11:45

 

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ოფისის გახსნა გამოაცხადა. ამის შესახებ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის ოფისი ოფიციალურად გახსნა. ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის კორესპონდენციაზე, საჯარო განცხადებებზე, გამოსვლებსა და ოფიციალური საქმიანობის წარმართვაზე, რომლის მიზანი შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევა და ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის განხორციელებაა. პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის იქნება ამერიკელი ხალხის დამცველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner