logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე არ ვდგავართ, ძალიან ცდება!
- +

6 ივლისი. 2016. 22:23

 

 

მერაბ შათირიშვილის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მედროვეების გამო სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დგას.


„საქართველო ურცხვობით დაიღუპება, ყველგან ურცხვი, შუბლში ძარღვ გაწყვეტილი მედროვეები ჩანან, ერთხელ გააკრიტიკებენ  (თითქოს უასამართლობას ვერ შეურიგდნენ), თუნდაც სისხლისმსმელი სისტემის შემქმნელებს და, მერე ახალ პარტიებს ქმნიან, აქაოდა სისხლისმსმელი სისტემის ფუძემდებლები თავად არ არიან!..

 

გაივსო ურცხვი მედროვეებით საქართველო, გაივსო მმართველი პარიაც  ქართული ოცნება", იმ ფასიანი პატრიოტებით, თავის დროზე ნაცებისგამეფებისთვის" ენა და ფეხები გადატყავებული რომ ჰქონდათ, მერე ნაცებს უგანეს და ახლა - ივანიშვილის გარშემო ფუსფუსებენ და ჩურჩულებენ, ქვეყნისთვის დამღუპველ ბევრ რჩევას იძლევიან და წყალს ამღვრევენ, იქნებ თევზი დავიჭიროთო და, იჭერენ კიდეც...

 

ნაცები განიტოტენ ყველგან: პარტიებად გაიშალენ დაქართულ ოცნებაშიც" ეფექტურად შეაღწიეს...

 

დამნაშავენი - ურცხვი მედროვეები გახდნენ!..

 

ჩვენ, ვერ გაგვირჩევია ღირსეული უღირსისაგან!..

 

ჩვენ, ვერ გაგვირჩევია ფასიანი პატრიოტი - უანგაროსაგან!..

 

ჩვენ, ვერ გაგვირჩევია შუბლშიძარღვგაწყვეტილი სინდის-ნამუსიანისგან!..

 

ვერ გაგვირჩევია?..

 

ამიტომაც ვართ ამ დღეში, რა დღეშიც ვართ და, თუ ვინმე ფიქრობს, სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე არ ვდგავართ, ძალიან ცდება და ცრუიმედებით ცხოვრობს!.."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner