„ნაციონალები არა 8 ოქტომბრისთვის, არამედ 9 ოქტომბრისთვის ემზადებიან"- ამის შესახებ IRI-ს ერაყის ოფისის ყოფილმა დირექტორმა, "საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნების შემდეგ შეეცდება ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილია.
"შეიძლება ქართულმა ოცნებამ ყველა დაპირება ვერ შეასრულა, მაგრამ პირადად ჩემთვის, დღეს ივანიშვილი წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში არ მობრუნდნენ. პარტიები ნაკლებად მაინტერესებს. ფაქტია, რომ ნაციონალებმა გაძარცვეს ქვეყანა, უდიდესი ფული აქვთ, რომლის დახარჯვის პირობებში კაციშვილმა არ იცის, რა მოხდება... ამას ჭირდება ბალანსი და ივანიშვილია ის ჯებირი, რომელიც ამას შეაჩერებს"-განაცხადა გოგავამ.