logo_geo
eng_logo
20-დოლარიან ბანკნოტზე აფროამერიკელი გამოჩნდება
- +

26 იანვარი. 2021. 13:06

 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დააჩქაროს 20-დოლარიანი ბანკნოტის გამოშვება, რომელზეც გამოსახული იქნება აფროამერიკელი აქტივისტი ქალის, ჰარიეტ ტუბმანის პორტრეტი. მან მე-19 საუკუნეში მონაწილეობა მიიღო მონების გათავისუფლებაში. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ამერიკული ბანკნოტები ქვეყნის ისტორიას და მრავალფეროვნებას ასახავს. მან ასევე დასძინა, რომ აღნიშნული საკითხის დაჩქარებას შესაბამისი დეპარტამენტი შეისწავლის.

 

თავდაპირველად, ტუბმანის ბანკნოტზე განთავსების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მიიღო.

 

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პროცესი 2028 წლამდე გადადო, რადგან თავად ტრამპი დიდ პატივს სცემს პრეზიდენტ ენდრიუ ჯექსონს, რომელიც ამჟამად არის გამოსახული ბანკნოტზე.

 

https://report.ge/world/20-dolarian-banknotze-afroamerikeli-gamochndeba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner