საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თაზო დარჩიძე ბერლინის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებს შეხვდა.
„ბერლინის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებთან, ნადია კოროტკოვასა და გერალდ პაროლთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ 2017 წელს ბერლინში დაგეგმილი ვორქშოპის გეგმა ბოტანიკური ბაღების კოლექციების მენეჯმენტის საკითხებზე, რომელიც მიზნად ისახავს ბოტანიკური კოლექციების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშულ სასწავლო პროგრამაში, რომელიც 3 კვირა გაგრძელდება, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ეროვნული ბოტანიკური ბაღის მებაღეებისა და აგრონომების ბერლინის ბოტანიკურ ბაღში გადამზადების შესაძლებლობები. ყურადღება დაეთმო თბილისში სპეციალიზირებული კავკასიური გამოფენის "მცენარეთა მრავალფეროვნება შავსა და კასპიის ზღვებს შორის" ორგანიზების საკითხებს.- აღნიშნავს დარჩიძე.