ავტორი სოფო ხუგოიანი
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა, რომელშიც ის ამბობს, რომ კონფლიქტმა კოალიციაში სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო და პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.
ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზურაბ ტყემალაძე გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას ტყემალაძემ განაცხადა, რომ სრულიად ეთანხმება პრემიერის განცხადებას და უთანხმოებები, კოალიციაში უნდა მოგვარდეს.
„პრემიერმა ნამდვილად სწორი განცხადება გააკეთა კოალიციაში მიმდინარე კონფლიქტებთან დაკავშირებით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა სამთავრობო ცვლილებებიც განხორციელდეს, როგორც ეს გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. ის უთანხმოება, რაც კოალიციაში არსებობს, რა თქმა უნდა კოალიციაშივე უნდა მოგვარდეს. პრემიერის განცხადებას სრულიად ვეთანხმები", - განაცხადა ტყემალაძემ
პრემიერ-მინისტრის განცხადება იხილეთ ლინკზე
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402