logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება
- +

26 იანვარი. 2021. 15:34

 

ამერიკის შეერთბული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით ვერ დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ბაიდენი აღნიშნავს, რომ ის მხარს უჭერს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს, თუმცა ვარაუდობს, რომ კონგრესში ხმების საკმარისი რაოდენობის დაგროვებას ვერ შეძლებენ. იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცედურა წარმატებით დასრულდეს, აუცილებელია ხმათა ორი მესამედის დაგროვება. ამისთვის კი საჭიროა, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხმა 17 „რესპუბლიკელმა“ მისცეს. ბაიდენი თვლის, რომ ეს ნაკლებსავარაუდოა.

 

წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუცია 13 იანვარს მიიღო. 25 იანვარს ის სენატს გადაეცა. საბოლოოდ იმპიჩმენტის პროცედურა 8 თებერვალს დაიწყება. დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. მას ბრალი ამბოხის წაქეზებაში ედება.

 

https://1tv.ge/news/jo-baideni-varaudobs-rom-donald-trampis-winaaghmdeg-dawyebuli-impichmentis-procedura-warmatebit-ver-dasruldeba/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner