logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: როგორაა საქმე? დავკრძალეთ ბატონი სულხანი და მორჩა?!
- +

6 ივლისი. 2016. 22:39



ლექტორი ზაზა სიამაშვილი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ- მინისტრსა და პროკურატურას მიმართავს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერილს ავრცელებს:



„პრემიერო, პრეზიდენტო, გენერალურო პროკურორო, უზენაესო მოსამრთლევ.... აბა, როგორაა საქმე? დავკრძალეთ ბატონი სულხანი და მორჩა?!

არ უნდა დადგეს დამნაშავეთი დაკავების დრო? რას უცდით? მაინცდამაინც ამ სიცხეში ხალხის გამოსვლას? მერე იკადრებთ და „შეაწუხებთ"  მოარულ გვამებს? აუცილებლად ხალხის გამოსვლა გსურთ ნახოთ? რა გახდა მათი დაკავება?! ვის უგორებთ კოჭს? ან იქნებ საკმარისი მასალა და მტკიცებულება არ გაქვთ რომ „მიაკითხოთ" და პროკურატურაში დაკითხვაზე მიიყვანოთ?

 

 ამდენი შეკითხვა „მოგიძღვენით" და ეს რომ მხოლოდ ჩემგან არაა, ესეც კარგად იცით...

 

ღირსების, - თქვენი ღირსების საკითხია იმ დამნაშავეთა მიბრძანება „სადაც ჯერ არს"  და ხალხს ნუ გააკეთებინებთ ამას... დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია და საზოგადოება ამას სხვაგვარად „გადაწყვეტს".

 

მოიცალეთ! დროულად მოიცალეთ საზოგადოებისთვის. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ჰო, მართლა, - ეგებ ცოტა თავი შეიკავოთ იმ „უწესო" ადამიანების დასჯისგან, ვინც ფეხსაცმელი თუ ქვა ესროლა ვიღაც ვარშალომიძეს!  ამით კიდევ უფრო გვაღიზიანებთ. მესმის, ახლა ეს წერილი განზე დარჩება - აშშ სახელმწიფო მდივანი გვეწვია და აბა, სად გცალიათ ხალხისთვის.... ისე, იქაც არჩევნებია და ქერი ან იქნება, ან არა... ქართველები კი ერთმანეთის პირისპირ ვრჩებით 8 ოქტომბრის შემდეგაც...

 

შეგაწუხოთ სულხან მოლაშვილის სულმა... ერთხელ მაინც შეწუხდით..."- წერს სიამაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner