ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში დისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას – 1995 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობითაც დაემუქრა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ასპინძის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გ.მ., ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანში დააკავეს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დას – 1995 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის I ნაწილით და 111-151-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.