logo_geo
eng_logo
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა
- +

26 იანვარი. 2021. 16:22

 

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Rainews24 ავრცელებს.

 

ჯუზეპე კონტემ მთავრობის გადადგომის შესახებ იტალიის პრეზიდენტს, სერჯიო მატარელას შეატყობინა.

 

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო აიღო და მთავრობას მიმდინარე მოვალეობების შესრულება შესთავაზა“, - ნათქვამია იტალიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 

არსებული ინფორმაციით, ჯუზეპე კონტე გეგმავს, გადადგომის შემდეგ, კოალიცია შექმნას, რომელშიც იტალიის პარლამენტის ცენტრისტ წევრებს გააერთიანებს.

 

იტალიაში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყნის მმართველი კოალიცია დაიშალა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი ეკონომიკური აღდგენის გეგმას არ ეთანხმება, რის გამოც მისი პარტია „იტალია ვივა“ მმართველი კოალიციიდან გავიდა. ცენტრისტულ პარტიას იტალიის მთავრობაში ორი მინისტრი ჰყავდა. მატეო რენცის გასვლის შემდეგ, სამთავრობო კოალიციას პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს. მატეო რენცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე ვერ შეთანხმდნენ, როგორ უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის ფონდები ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/183390/italiis-premierministri-juzepe-konte-tanamdebobidan-gadadga

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner