logo_geo
eng_logo
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა
- +

26 იანვარი. 2021. 16:50

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

 

დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner