რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი ტვიტერზე წერს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპელი ელჩები 20, ან 27 ივლისს გადაწყვეტენ, ხოლო პროცედურები საბოლოოდ 2016 წლის ოქტომბერში დასრულდება.
ევროკავშირის საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სავიზო ლიბერალიზაციისთვის, საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ევროპარლამენტში რიგი ფორმალური საკითხები დარჩა გადასაწყვეტი, მათ შორის ივლისის ბოლომდე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ ევროპარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
მისი თქმით, საქართველოსთვის ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე სექტემბრის მეორე ნახევარში მივლენ.
წყარო: on.ge