logo_geo
eng_logo
საფრანგეთში მოსახლეობას ხელნაკეთი პირბადით სიარული აუკრძალეს
- +

26 იანვარი. 2021. 19:01

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოსახლეობას ეკრძალება ხელნაკეთი პირბადის ტარება, ნათქვამია, რომ ისინი არ უზრუნველყოფენ საკმარის დაცვას COVID-19 ახალი შტამისგან. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ინფორმაციით, ტარებისას მხოლოდ სამი სახის ნიღაბი იქნება რეკომენდებული: ქირურგიული ნიღბები, FFP2 და ქსოვილის ნიღბები, რომლებიც შეესაბამება I კატეგორიის სტანდარტებს (იცავს 95%-ით).

 

საფრანგეთის მედიცინის აკადემიამ განკარგულება გააკრიტიკა, სადაც ნათქვამია, რომ მეცნიერული მტკიცებულებების ნაკლებობაა იმისა, რომ ხელნაკეთი ნაკლებად იცავენ.

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ახალი განკარგულების შესრულება რთული იქნება.

 

„მე არ წარმომიდგენია, რომ პოლიცია ხალხს მათი ნიღბის დაცვის დონეს შეუმოწმებს“, - თქვა პრემიერ მინისტრის სპიკერმა.

 

განკარგულების წინაპირობა სამედიცინო ასოციაციების მიმართვა გახდა, რომლებმაც მიმართეს სახელმწიფო საბჭოს, რომ აუცილებელი გახდეს მაღალი დაცვის პირბადეების ტარება: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და უნივერსიტეტებში.

 

https://pia.ge/ka/news/covid-19/saphrangetshi-mosakhleobas-kheltnaketi-pirbadit-siaruli-aukrdzales

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner