ირაკლი ქადაგიშვილმა პარტია „თავისუფალი დემოკრატები" დატოვა. ამის შესხებ ინფორმაცია 2030.news-ს ქადაგიშვილმა დაუდასტურა.
„მე აღარ ვმონაწილეობ პარტიულ საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, 2030.news-ის ინფორმაციით, ქადაგიშვილს შესაძლოა, კახეთის გუბერნატორობა შესთავაზონ.
ირაკლი ქადაგიშვილმა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ „ამ ინფორმაციაზე სათქმელი არაფერი აქვს".