შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაბრა. როგორც მან განაცხადა, ეს საპროტესტო აქციები შესაძლოა სპონტანურადაც არის ორგანიზებული, თუმცა ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების მიერ.
“პანდემია ობიექტურად ეს არის ძალიან დიდი უბედურება მსოფლიოსთვის და საქართველოს არ აუარა პანდემიამ გვერდი. კი ბატონო, დავუშვათ მთავრობა დაემორჩილა, მოუსმინა ამ პოპულისტურ მოთხოვნებს. ეს საპროტესტო აქციები კი, ალბათ სპონტანურადაც არის, მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ისინი ხშირად წაქეზებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული წრეების და ტელევიზიების და ადამიანების მიმართ, რომელიც აკეთებენ პოპულისტურ განცხადებებს, რომ მოიხსნას დაუყოვნებლივ ყველა შეზღუდვა - კი ბატონო განცხადებების გაკეთება ძალიან იოლია, მაგრამ ყველა შეზღუდვა, რომ მოიხსნას ამას მოჰყვება ეპიდემიის ტალღის ახალი აფეთქება, რომელიც ბუმერანგივით დაგვარტყამს უკან, დაარტყამს იგივე ადამიანებს, ვინც დღეს აპროტესტებენ ამას და აიძულებს ქვეყანას იგივე ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ და ითხოვენ ყველაფრის გახსნას, აიძულებს პანდემია, რომ ხელახლა ჩაიკეტონ და სახელმწიფო ცდილობს, რომ ეს არ დაუშვას ცდილობს, რომ ეტაპობრივად გახსნას ეკონომიკა და ყველანაირი ბიზნეს თუ პირადი აქტივობა, რომ ეს მდგომარეობა, რასაც ახლა მივაღწიეთ შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს.
ზაფხულში დაშვებული იქნა შეცდომა, რომ არ გამოიჩინეს საკმარისი სიმკაცრე, მოსახლეობის დაკვეთა შეასრულა მთავრობამ მაშინაც. ზაფხულში სახელმწიფომ არ გამოიჩინა პრინციპულობა, შეასრულა მოსახლეობის დაკვეთა და მიიღო ის, რაც მივიღეთ ნოემბერში და დეკემბერში. ახლა თუ იგივე შეცდომას გავიმეორებთ და ისევ უპირობოდ შევასრულებთ ყველა მოთხოვნას, რომელიც ეხება ყველაფრის გახსნას და ყველა შეზღუდვის მოხსნას, ძალიან დიდი რისკია, რომ გამეორდება ის, რაც ნოემბერ-დეკემბერში და მერე ხელახლა იქნება სათქმელი, რომ კიდევ დავუშვით შეცდომა, არ უნდა დავთანხმებოდით აი ამ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და დაუსაბუთებელ მოთხოვნებს და არ უნდა გადაგვეყარა ისევ წყალში ის, რასაც დღეისთვის მივაღწიეთ”, - განაცხადა ცერცვაძემ.