logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ
- +

27 იანვარი. 2021. 00:31

 

„დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეზუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებს.

 

„ჩვენ დღეს მივიღეთ მოცემულობა, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან კატალიზატორები და გარკვეულ სტიმულს აძლევენ სხვადასხვა აქციას, რამდენიმე ათეული ადამიანი, მერე დაგვაბრალებენ თავებს ითვლიანო და ასე შემდეგ... თითოეული ადამიანის აზრი მართლაც მნიშვნელოვანია და შაბლონურად ნათქვამი სიტყვები არ არის, მაგრამ დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობდნენ ერთი-ორი თვის წინ, როდესაც უკიდურესად კრიტიკული პერიოდი გვქონდა. შემდეგ გარკვეულმა სწორმა ნაბიჯებმა მოიტანა პოზიტიური შედეგები. დინამიკა ძალიან კარგია და დღეს უკვე აპროტესტებენ და ამ პროტესტის შედეგი რომ იყოს თანხმობა მათ მოთხოვნებზე, ჩვენ ისევ, 2-3 კვირაში დავუბრუნდებით იმ ძალიან ცუდ მდგომარეობას, რაშიც ვიყავით", - განაცხადა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner