logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: მოვესწარი იმ დღეს, როდესაც ოპოზიცია NDI-ს უნდობლობას უცხადებს
- +

27 იანვარი. 2021. 00:41

 

მოვესწარი იმ დღეს, როდესაც უნდობლობას უცხადებს NDI-ის ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

 

“ხელისუფლება NDI-ის ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ის გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას - მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე და ჩვენს მეგობრებზე და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner