მოვესწარი იმ დღეს, როდესაც უნდობლობას უცხადებს NDI-ის ოპოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
“ხელისუფლება NDI-ის ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ის გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას - მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე და ჩვენს მეგობრებზე და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.