„ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიყენება ყველანაირი იარაღი, რათა ქვეყანა ქაოსურ და არაკონტროლირებად ვითარებაში გადაიყვანონ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა ბათუმში მომხდარი ინციდენტი წახალისებულია პოლიტიკოსებისგან. სხვათა შორის, ამავე პარტიაში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ეს დაუშვებელია. ცოცხებიდან ნაგვის ურნამდე რა შედეგებიც მოუტანა ქვეყანას ამ პოლიტიკურმა პარტიამ, აქედან მაინც გავაკეთოთ დასკვნები. რა თქმა უნდა, არსებობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ექსცენტრიული ფორმით გამოხატვა, მაგრამ ამის უკან ხშირად არანაირი პოლიტიკური ისტორია არ დგას და ამას არც პოლიტიკოსები ამართლებენ. ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიყენება ყველანაირი იარაღი, რათა ქვეყანა ქაოსურ და არაკონტროლირებად ვითარებაში გადაიყვანონ. კვლევების შედეგებმა კიდევ ერთი რამე აჩვენა: ადამიანებმა თქვეს, რომ ოპოზიციამ თავისი სამუშაო უნდა შეასრულოს და შევიდეს პარლამენტში. ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში არ უნდა გამოიჩინოს ზედმეტი მოკრძალება - ის უნდა იყოს სამართლიანი და თანმიმდევრული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.