logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ახლა კანონთანაც და პოლიტიკურადაც მართლები ვართ, რადგან ოპოზიციას ბოლომდე მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება მოეფიქრებინათ
- +

27 იანვარი. 2021. 00:47

 

ვყოფილიყავით. ახლა ვართ მართლები კანონთანაც და პოლიტიკურადაც, რადგან მათ [ოპოზიციას] მივეცით ბოლომდე საშუალება, რომ მოეფიქრებინათ  გადაწყვეტილება“, - ამის

შესახებ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

„რეგლამენტის თანახმად, 2 თებერვალია ბოლო ვადა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი უნდა განვიხილოთ. 15 სამუშაო დღეა, როდესაც კომიტეტს აქვს განცხადების განხილვის ვალდებულება, ხვალ არის მეთხუთმეტე, ოფიციალურად სამუშაო დღე, როდესაც ვადა იწურება ორი დეპუტატის - შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებების განხილვის. ზეგ არის დანარჩენებისა და რამდენიმე დეპუტატის კიდევ უფრო გვიანაა, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ ბოლომდე მიგვეყვანა.

 

ორი განიხილება ხვალ, დანარჩენების ზეგ და ამის შემდეგ, ვალდებულება არსებობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის, რომ მათ წარადგინონ ბიუროს წინაშე, ბიურო გადასცემს პარლამენტს განსახილველად და პირველივე საკითხი, ესეც რეგლამენტში წერია, სხვა საკითხების განხილვამდე, ეს საკითხი განიხილოს. ამიტომ, ჩვენ ბოლო წუთამდე მივიყვანეთ, რომ ეს კითხვა არ დასმულიყო, რომ მტყუანები ვყოფილიყავით. ახლა ვართ მართლები კანონთანაც და პოლიტიკურადაც, რადგან მათ მივეცით ბოლომდე საშუალება, რომ მოეფიქრებინათ მათი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner