„2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.
„ოპოზიციაც ხედავს ამას, რომ ძალიან ცუდად აქვთ საქმე. საქართველო ნელ-ნელა გამოდის რთული ვითარებიდან, მაგრამ მუშაობაა საჭირო. ქართველი ხალხი ხვდება, რომ თავისი შრომით უნდა მიაღწიოს შედეგს და ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა ბუბა ხოტივარმა.