logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს აქვეყნებს
- +

7 ივლისი. 2016. 00:31



აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან გაფორმებულ მემორანდუმს აქვეყნებს.


აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით აპირებს გააფართოვოს დახმარების არსებული მექანიზმები.  ყურადღების გამახვილება იგეგმება სამ სფეროზე. ესენია: საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაზრდა, თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში და ინფორმაციის გაცვლა.


საქართველოს დამოუკიდებლობის 25- წლისთავს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ერთგული ვართ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ურთიერთობის გარღმავებისა, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისკენ მიმართული ჩვენი სიმტკიცის გაძლიერებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა.

 

აშშ- მტკიცე პოზიცია უკავია და რჩება ერთგული საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს, როგორც რეგიონში სტრატეგიული და სანდო პარტნიორის და კვლავ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების კურსთან დაკავშირებით, რომელიც თავისუფალია გარე ზეწოლისგან და იძულებისგან", - ნათქვამია დოკუმენტში.


თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარღმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერეს ხელი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner